ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის შემდეგ, მორიგი დაპატიმრებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შესაძლოა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია გახდეს. მელიას სასამართლო პროცესი ხვალაა ჩანიშნული. ნიკა მელია დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გირაოს გადახდა არ აპირებს და არც სასამართლო პროცესზე მისვლას გეგმავს. უცვლელი პოზიცია აქვს ნიკა გვარამიასაც, რომელიც გირაოს გადახდას ასევე არ აპირებს.ოპოზიციონერი ლიდერებისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნას, პოლიტიკის ექსპერტები, "ქართული ოცნების' მხრიდან მორიგ რეპრესიულ ქმედებად აფასებენ.