სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გამარჯვების ფორმულა ახალი საპარლამენტო არჩევნებია - ოპოზიციისთვის მეხუთე პრეზიდენტის განცხადებები ბუნდოვანია, ხოლო "ქართული ოცნებისთვის" კრიტიკის სამიზნე - Palitra News

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გამარჯვების ფორმულა ახალი საპარლამენტო არჩევნებია - ოპოზიციისთვის მეხუთე პრეზიდენტის განცხადებები ბუნდოვანია, ხოლო "ქართული ოცნებისთვის" კრიტიკის სამიზნე

2025-05-27 20:46:25+04:00

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გამარჯვების ფორმულა ახალი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც არა "ქართული ოცნების" წესების მიხედვით, არამედ, ,,წინააღმდეგობის პლატფორმის’’ ფარგლებში ჩამოყალიბებული პირობებით უნდა ჩატარდეს. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, მეხუთე პრეზიდენტის პოზიცია ოპოზიციის ნაწილისთვის ბუნდოვანი აღმოჩნდა. ოპოზიციაში თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით აზრი ორად იყოფა. მმართველი გუნდის მხრიდან კი სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია კვლავ კრიტიკის სამიზნეა.