ლივერპულში, ფეხბურთის გულშემატკივრების ზეიმის დროს ტერიტორიაზე მანქანის შევარდნისას 50 ადამიანი დაშავდა. მედიის ცნობით, ამ წუთებში 27 ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი, მათ შორის, ოთხი მცირეწლოვანია.პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია 53 წლის ბრიტანელი მამაკაცი. თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა, პოლიციის ინფორმაციით, საქმე ტერორიზმთან დაკავშირებული მუხლით არ განიხილება.