შედგება თუ არა ისრაელისა და “ჰამასის“ შეთანხმება - პალესტინელი ოფიციალური პირის თქმით, “ჰამასი“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებულ წინადადებას დათანხმდა - Palitra News

შედგება თუ არა ისრაელისა და “ჰამასის“ შეთანხმება - პალესტინელი ოფიციალური პირის თქმით, “ჰამასი“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებულ წინადადებას დათანხმდა

2025-05-27 12:42:48+04:00

შედგება თუ არა ისრაელისა და “ჰამასის“ შეთანხმება - პალესტინელი ოფიციალური პირის თქმით, “ჰამასი“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებულ წინადადებას დათანხმდა. უცხოური გამოცემების ცნობით, წინადადება, რომელიც 10 მძევლის გათავისუფლებას და 70-დღიან ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს, ჰამასმა შუამავლების მეშვეობით მიიღო. შეთანხმება ასევე ისრაელის მიერ რამდენიმე პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას მოიცავს. თავის მხრივ, აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს ისრაელი. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ წინადადება ვაშინგტონის მიერ შეთავაზებული არ ყოფილა და მეტიც, ისრაელის მთავრობის არცერთი წარმომადგენელი არსებულ ინიციატივას არ დათანხმდებოდა.