აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედების პარალელურად აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის ლიდერს მიმართავს, კრემლი კი ტრამპის პოზიციებით უკმაყოფილოა - ოკუპანტი ქვეყნის უკრაინაზე მასშტაბური თავდასხმის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინი გაუწონასწორებელ ლიდერად მოიხსენია და გააფრთხილა, რომ უკრაინის სრული დაპყრობის მცდელობა, რუსეთისთვის დამღუპველი აღმოჩნდება. ტრამპის განცხადებას უკვე გამოეხმაურა რუსული მხარე. კრემლმა აშშ-ის ლიდერის მხრიდან გამოთქმული შეფასება ემოციური გადატვირთვით ახსნა და განმარტა, რომ კონფლიქტის მოგვარებაში ჩართული თითოეული მხარე მიმდინარე მოვლენების ფონზე ემოციურად გაუწონასწორებელია. ამავდროულად, აშშ-ის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მაღალი რანგის პირების გადაწყვეტილებით, ომში მყოფ უკრაინას მიწოდებული იარაღის გამოყენებასთნ დაკავშირებით არსებული შეზღუდვები მოეხსნა, რაც ოფიციალურ კიევს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე იერიშის მიტანის შესაძლებლობას აძლევს.