აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მიმდინარე კვირაში დაწესების შესაძლებლობას განიხილავს - უცხოური მედიის ცნობით, ტრამპი აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტის მიერ უკრაინაზე თავდასხმების გაგრძელებითა და სამშვიდობო მოლაპარაკებების ნელი ტემპით იმედგაცრუებულია. წყაროების მტკიცებით, შეზღუდვები, სავარაუდოდ, ახალ საბანკო სანქციებს არ მოიცავს, თუმცა ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად, პუტინის იძულებისთვის რუსეთის წინააღმდეგ ყველა სხვა ვარიანტი განიხილება. ამერიკული გამოცემები აქტიურად იუწყებიან, რომ შესაძლოა, ტრამპმა ახალი სანქციები არ დააწესოს და მოლაპარაკებების პროცესი მიატოვოს. ჯერ-ჯერობით ბუნდოვანია გააგრძელებს თუ არა აშშ-ის ლიდერი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას.