რას აცხადებენ ,,ვაიმარის სამკუთხედის’’ ერთობლივი გზავნილზე, რომელიც საქართველოში პოლიტიკურ ვითარებასა და ხელისუფლების ქმედებებს აფასებს - Palitra News

რას აცხადებენ ,,ვაიმარის სამკუთხედის’’ ერთობლივი გზავნილზე, რომელიც საქართველოში პოლიტიკურ ვითარებასა და ხელისუფლების ქმედებებს აფასებს

2025-05-27 12:31:08+04:00

,,ვაიმარის სამკუთხედის’’ ერთობლივი გზავნილი, რომელიც საქართველოში პოლიტიკურ ვითარებასა და ხელისუფლების ქმედებებს აფასებს, მეორე დღეა განხილვის თემაა. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ სამი ქვეყნის ლიდერები “ქართული ოცნების” პოლიტიკას ობიექტურად აფასებენ და ქართველ ხალხს მხარს უჭერენ. ემანუელ მაკრონი, დონალდ ტუსკი და ფრიდრიხ მერცი აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგი უნდა აღადგინოს და ქართველ ხალხს ევროპულ გზასთან დაკავშირებული შესაძლებლობები არ უნდა ჩამოერთვას. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საერთაშორისო ლიდერების განცხადებას, ქართველ ხალხსა და ქართულ სახელმწიფოზე სამარცხვინო თავდასხმა უწოდა.