რას აცხადებს სალომე ზურაბიშვილი არჩევნებზე და როგორია შეფასებები - Palitra News

რას აცხადებს სალომე ზურაბიშვილი არჩევნებზე და როგორია შეფასებები

2025-05-27 12:29:25+04:00

სალომე ზურაბიშვილის ინიაციტივით დაორგანიზებული დამოუკიდებლობის დღე, მეხუთე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლით დასრულდა. ზურაბიშვილმა ხანგრძლივ პროტესტზე და ამ ბრძოლაში გამარჯვებისთვის აუცილებელ ასპექტებთან ერთად, არჩევნების საკითხზეც ისაუბრა. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაოპოზიციის ნაწილისთვის ბუნდოვანი აღმოჩნდა. ოპოზიციაში თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით აზრი კვლავ ორად იყოფა. ოპოზიციის ნაწილი, კოლეგებისგან სიცხადეს და მკაფიო პოზიციას ითხოვს. რას ამბობს ზურაბიშვილი არჩევნებზე და როგორია შეფასებები?!