ბადრი ჯაფარიძე - რეპრესიები ვერ გატეხავს ქართველი ხალხის ნებას - რეპრესიები და დამახინჯებული სასამართლო გადაწყვეტილებები განამტკიცებს ქართველი ხალხის ნებას რომ გააგრძელონ ბრძოლა - Palitra News

ბადრი ჯაფარიძე - რეპრესიები ვერ გატეხავს ქართველი ხალხის ნებას - რეპრესიები და დამახინჯებული სასამართლო გადაწყვეტილებები განამტკიცებს ქართველი ხალხის ნებას რომ გააგრძელონ ბრძოლა

2025-05-27 12:11:02+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძისა სასამართლო პროცესი გაიმართება. ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის შემდეგ, ამავე საქმეზე დაკისრებული გირაოს გადაუხდელობის ბრალდებით, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი კი, 29 მაისსაა ჩანიშნული. ოპოზიცია საკითხს პოლიტიკური დევნისა და რეპრესიების მაგალითად აფასებს. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერები კი დაკავების მოლოდინში არიან.