ლივერპულში ფეხბურთის გულშემატკივრების ზეიმის პროცესში ტერიტორიაზე ავტომობილი შევარდა. - ფეხბურთის გულშემატკივრები ლივერპულის პრემიერლიგის გამარჯვებას ზეიმობდნენ, რა დროსაც მამაკაცი გადაჭარბებული სიჩქარით ხალხის მასაში შეიჭრა. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია 53 წლის ბრიტანელი მამაკაცი. მომხდარის შედეგად, დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია. თვითმხილველები ამბობენ, რომ შემთხვევის ადგილიდან ყვირილის ხმა გაიგეს, ადგილზე მისულებს კი საზარელი სცენა დახვდათ. მომხდარს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. კირ სტარმერმა აღნიშნული ფაქტი დაგმო, დაზარალებულებს მხარდაჭერა გამოუცხადა და საგანგებო სამსახურს დროული რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.