თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული მსახიობის - ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება. დაკავებულების მხარდამჭერები სასამართლოს არ ენდობიან და აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო დაკავებულებს აბსურდული ბრალდებით დევნის. პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს. დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.