თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძისა და „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერების, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის სასამართლო პროცესები გაიმართება. ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის შემდეგ, ამავე საქმეზე დაკისრებული გირაოს გადაუხდელობის ბრალდებით, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი კი, 29 მაისსაა ჩანიშნული. ოპოზიცია საკითხს პოლიტიკური დევნისა და რეპრესიების მაგალითად აფასებს.