რუსთაველის გამზირზე რასა იუკნევიჩიენე მივიდა - Palitra News

რუსთაველის გამზირზე რასა იუკნევიჩიენე მივიდა

2025-05-26 20:57:20+04:00

რუსთაველის გამზირზე, 26 მაისთან დაკავშირებულ ღონისძიებას ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე შეუერთდა.

პარლამენტთან რამდენიმე წუთში დაიწყება ღონისძიების ძირითადი ნაწილი.

ევროპარლამენტარი მედიასთან კომენტარსაც გააკეთებს.

„26 მაისის ეროვნული კომიტეტის“ ორგანიზებით, სახელწოდებით „საქართველო კვლავ დაგიცავ“ ძირითადი ღონისძიება რუსთაველის გამზირზე 21:00 საათზე დაიწყება.