იქნება თუ არა ნიკა მელია მესამე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელსაც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისა და დაკისრებული გირაოს გადაუხდელობის გამო დააკავებენ? - საკითხი პოლიტიკური განხილვის საგანია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ გირჩის ჯაფარიძის შემდგომ ხელბირკილები კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერსაც დაადონ. ამ ეტაპზე გირაოს გადახდის თაობაზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე დაბარებული პოლიტიკოსების მოსაზრებები ორად იყოფა.