რესპუბლიკის მოედანზე მსვლელობის გასამართად საჯარო მოხელეები ემზადებიან - შეკრებილებს 21:00 საათზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მიმართავს - Palitra News

რესპუბლიკის მოედანზე მსვლელობის გასამართად საჯარო მოხელეები ემზადებიან - შეკრებილებს 21:00 საათზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მიმართავს

2025-05-26 15:12:10+04:00

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს „ქართული ოცნების“ ოპონენტები განსხვავებული დღის წესრიგით ხვდებიან. ამ წუთებში რესპუბლიკის მოედანზე მსვლელობის გასამართად საჯარო მოხელეები ემზადებიან. პარალელურად მიმდინარეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშიც. მსვლელობას მომდევნო საათების განმავლობაში შეუერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენები, მათ შორის ხელოვანები და პოლიტიკოსებიც. საბოლოო შეკრების ადგილი რუსთაველის გამზირი იქნება, საიდანაც შეკრებილებს 21:00 საათზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მიმართავს.