საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. თავისუფლების მოედანსა და ქვეყნის მასშტაბით ხუთ ისტორიულ ადგილას 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს. სიტყვით გამოსვლისას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლების მთავარი აქცენტები საქართველოს სუვერენიტეტის, ეროვნული ინტერესების, დამოუკიდებლობის დაცვას შეეეხებოდა. 26 მაისისადმი მიძღვილი ღონისძიებები 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.