წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა სამხედრო ფიცი საზეიმო ვითარებაში დადეს და თავდაცვის ძალებს შეუერთდნენ - Palitra News

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა სამხედრო ფიცი საზეიმო ვითარებაში დადეს და თავდაცვის ძალებს შეუერთდნენ

2025-05-26 12:33:43+04:00

თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა სამხედრო ფიცი საზეიმო ვითარებაში დადეს და თავდაცვის ძალებს შეუერთდნენ. თავისუფლების მოედნის გარდა, წვევამდელებმა ქვეყნის მასშტაბით ფიცი კიდევ ხუთ ისტორიულ ადგილას დადეს. სიტყვით გამოვიდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები. 26 მაისს, ტრადიციულად, მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ექნება. დღის განმავლობაში ღონისძიებები გაიმართება ორბელიანის მოედანზეც.