რუსეთის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში შვიდი საათის განმავლობაში 51 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს - Palitra News

რუსეთის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში შვიდი საათის განმავლობაში 51 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს

2025-05-26 09:31:55+04:00

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში შვიდი საათის განმავლობაში 51 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 21 დრონი – კურსკის, 12 – ორლოვის, 11 – ტულის, 6 – მოსკოვის, ერთი კი კალუგის ოლქში ჩამოაგდეს. დომოდედოვოს, ჟუკოვსკისა და ვნუკოვოს აეროპორტებში ფრენებზე შეზღუდვები დაწესდა.