დონალდ ტრამპი - არ ვიცი, რა ჯანდაბა დაემართა პუტინს - არ მომწონს ის, რასაც პუტინი აკეთებს, ის ხალხს კლავს - Palitra News

დონალდ ტრამპი - არ ვიცი, რა ჯანდაბა დაემართა პუტინს - არ მომწონს ის, რასაც პუტინი აკეთებს, ის ხალხს კლავს

2025-05-26 09:30:39+04:00

დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის ქმედებებით უკმაყოფილოა. აშშ-ს პირველი პირი, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს. ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პუტინი გაგიჟდა. მისივე თქმით, ახლა, კრემლის ლიდერს არა მხოლოდ უკრაინის ნაწილი, არამედ მთელი ქვეყანა სურს. პუტინს აკრიტიკებენ ევროპელი ლიდერებიც და აცხადებენ, რომ მას ომის გაგრძელება სურს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთისათვის მორიგი სანქციების დაწესებას განიხილავს.