26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა. თარიღთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა დაგეგმილი. თავისუფლების მოედნის გარდა, წვევამდელები ქვეყნის მასშტაბით ფიცს კიდევ ხუთ ისტორიულ ადგილას დადებენ. 26 მაისს, ტრადიციულად, მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ექნება. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტები; გასართობი სივრცეები და გამოფენა-გაყიდვა - ეს კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების არასრული ჩამონათვალია. აქტივობები დილის 11 საათიდან დაიწყება და საღამოს, 8 საათამდე მოქალაქეებს მათზე დასწრების საშუალება ექნებათ.