საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოფენა ,,ვერცხლმქანდაკებლობა IV-XIX საუკუნეების საქართველოში“ მიმდინარეობს
ვერცხლმქანდაკებლობას საქართველოში მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ვერცხლის ადრეული ნაკეთობები ადრებრინჯაოს ხანის მიწურულს ჩნდება და ამ დროიდან მრავალფეროვანი ნიმუშები ეთნოგრაფიულ ყოფაშიც მტკიცედ მკვიდრდება.