მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს - Palitra News

მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

2025-05-24 19:36:01+04:00

მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, გარდაცვლილი გიორგი შამუგიაა, რომელიც გასულ კვირას ავარიის შედეგად მეგობრებთან ერთად მანქანით მტკვარში გადავარდა და დაიღუპა. მათივე განმარტებით, მაშველებმა ცხედარი მდინარიდან უკვე ამოიყვანეს. 14 მაისს, თბილისში მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოძრავ „ფორდის” მარკის ავტომობილს, რომელშიც ოთხი პირი იმყოფებოდა, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც „ფორდი“ მდინარე მტკვარში გადავარდა. მომხდართან დაკავშირებით, პროკურატურამ „მერსედესის“მარკის ავტომობილის მძღოლი იმავე დღეს დააკავა.