საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კომპლექსურად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოქალაქის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა ამოიღო. მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გადაუდებელი ჩხრეკა ჩატარდა. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრადზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს, რომლის ფარგლებში ყველა აუცილებელი ოპერატიული სამძებრო ღონისძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.