26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა დაგეგმილი - Palitra News

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა დაგეგმილი

2025-05-24 17:15:55+04:00

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა დაგეგმილი. სამხედრო ტექნიკის გამოფენა; დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტები; გასართობი სივრცეები და გამოფენა-გაყიდვა - ეს კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების არასრული ჩამონათვალია. აქტივობები დილის 12 საათიდან დაიწყება და საღამოს, 8 საათამდე მოქალაქეებს მათზე დასწრების საშუალება ექნებათ.