ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა იტალიის სენატს საქართველოს შესახებ რეზოლუცია წარუდგინეს. დეპუტატები მთავრობას მოუწოდებენ არ აღიაროს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და არ სცნოს ლეგიტიმურად ქართული ოცნების ხელისუფლება. რეზოლუციის ავტორები მმართველი გუნდის წარმომადგენლების დასანქცირებასაც მოითხოვენ. რეზოლუციაზე მსჯელობა სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გაიმართება.