რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ოდესის პორტის დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა, რვა კი მძიმედ დაშავდა. უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა ოდესის პორტის წინააღმდეგ ორი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა. უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად, საავტომობილო განყოფილება დაზიანდა, მანქანები და ტექნიკა კი - სრულად განადგურდა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის არმიამ ქალაქ ოდესაზე იერიში ახალი ტიპის უპილოტო აპარატებით მიიტანა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთის საოკუპაციო არმია უპილოტო აპარატებით თავს კიევის ოლქსაც დაესხა. რუსეთში აცხადებენ, რომ 20 მაისიდან 23 მაისამდე უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ 800-მდე უპილოტო აპარატი გაუშვა, რომელთა უმრავლესობაც განეიტრალდა.