“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ცნობით, საქართველოში დასავლელი ჟურნალისტი არ შემოუშვეს. საქმე ეხება ბრიტანელ ჟურნალისტს, რომელიც 20 მაისს, სომხეთ-საქართველოს საზღვარზე, საქართველოში არ შემოუშვეს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ უილ ნილის შემთხვევა საქართველოში უცხოელი ჟურნალისტების რეპრესიების ახალ ეტაპს აღნიშნავს და მმართველების მიერ სახელისუფლო სტრუქტურებში ნებისმიერი დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიების უარყოფას ნათლად აჩვენებს.