საქართველოში მიმდინარე პროტესტზე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International - ის ანგარიშის თანახმად, პროტესტის მონაწილე ქალები ძალადობისა და გენდერული ნიშნით ანგარიშსწორების სამიზნეები ხდებიან. ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოში პოლიცია სულ უფრო ხშირად მიმართავს გენდერულ ძალადობას, მათ შორის საპროტესტო აქციებში მონაწილე ქალების უკანონო და დამამცირებელ ჩხრეკას. ანგარიშში ასევე საუბარია ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაკავებაზეც. აღნიშნულია, რომ მას პოლიციამ დაკავებისას, სექსისტური შეურაცხყოფა მიაყენა.