ზურაბ ჯაფარიძის დაკავების შემდეგ, ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც გირაოს გადახდას არ აპირებენ დაპატიმრების მოლოდინში არიან - რას აცხადებენ ხელისუფლების ოპონენტები? - Palitra News

ზურაბ ჯაფარიძის დაკავების შემდეგ, ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც გირაოს გადახდას არ აპირებენ დაპატიმრების მოლოდინში არიან - რას აცხადებენ ხელისუფლების ოპონენტები?

2025-05-23 20:38:24+04:00

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ზურაბ ჯაფარიძის დაკავების ფაქტს ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ მორიგი ნაბიჯად აფასაბენ. ოპოზიციონერები მმართველი პარტიის მხრიდან პოლიტიკურ დევნაზე მიუთითებენ. ზურაბ ჯაფარიძის დაკავების შემდეგ, ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც გირაოს გადახდას არ აპირებენ დაპატიმრების მოლოდინში არიან. ერთ-ერთი მათგანი ნიკა მელიაა, რომლის სასამართლო პროცესი 29 მაისს არის დაგეგმილი. უცვლელი პოზიცია აქვს მის თანაგუნდელს, ნიკა გვარამიასაც - ის გირაოს გადახდას ასევე არ აპირებს. რას აცხადებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და როგორ გამოეხმაურნენ ამ თემას საერთაშორისო პარტნიორები?