სამართალდამცავ უწყებებში სტრუქტურული ცვლილებები და გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

სამართალდამცავ უწყებებში სტრუქტურული ცვლილებები და გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში

2025-05-23 15:39:42+04:00

სამართალდამცავ უწყებებში სტრუქტურული ცვლილებები ხორციელდება. პრემიერის დაქვემდებერებაში არსებული დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში გადადის. "ქართული ოცნების" განცხადებით, სტრუქტურული ცვლილებების მიზანი დაზვერვის სამსახურის ეფექტურობის გაზრდაა. დაგეგმილი ცვლილებების უკან სამართალდამცავი ორგანოების სრული კონტროლის სურვილს ხედავს ოპოზიცია. გარდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა, ცვლილებებია გენერალურ პროკურატურაშიც - უწყებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური დაექვემდებარება.