ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომლის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენეს. ჩიკაგოში დაბადებულ 30 წლის ელიას როდრიგესს ბრალად ედება პირველი ხარისხის მკვლელობა. აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა შემთხვევას „ტერორისტული აქტი“ უწოდა. გამომძიებლებმა ასევე შეისწავლეს ეჭვმიტანილის სავარაუდო პოლიტიკური კავშირები. ის ჯანდაცვის არაკომერციულ ორგანიზაციაში მუშაობდა და, სავარაუდოდ, ადრე კავშირი მემარცხენე ექსტრემისტულ ჯგუფებთან ჰქონდა. ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი ვაშინგტონის ცენტრში, ებრაულ მუზეუმთან მოკლეს. „ბიბისის“ ინფორმაციით, მამაკაცსა და ქალზე თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი ებრაულ მუზეუმში გამართულ ღონისძიებას ტოვებდნენ. პოლიციის ინფორმაციით, დაკავების შემდეგ მამაკაცი „თავისუფლება პალესტინას“ სკანდირებდა.