ავტორიტარიზმისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი - ასე შეაფასეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ზურაბ ჯაფარიძის დაკავების ფაქტი - Palitra News

ავტორიტარიზმისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი - ასე შეაფასეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ზურაბ ჯაფარიძის დაკავების ფაქტი

2025-05-23 09:21:29+04:00

ავტორიტარიზმისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი - ასე შეაფასეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ზურაბ ჯაფარიძის დაკავების ფაქტი. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მმართველი გუნდის მხრიდან პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობენ. მათი განცხადებით, ქართული ოცნება ყველა იმ ადამიანის დაკავებას ცდილობს, ვინც სახელისუფლებო გუნდს რეალურ ოპონირებას უწევს. ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ პატიმრობა სხვა პოლიტიკოსებსაც შეეფარდოთ, რომლებმაც საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადახდაზე უარი თქვეს.