საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ფართომასშტაბიანი სწავლება ჩაატარა - Palitra News

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ფართომასშტაბიანი სწავლება ჩაატარა

2025-05-22 16:06:07+04:00

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ფართომასშტაბიანი სწავლება ჩაატარა. ღონისძიება, საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა. სწავლებაში, ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. სწავლების ერთ-ერთი კომპონენტი, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საკითხიც იყო. სწავლების მიზანს, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის საგანგებო სიტუაციების დროს, კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა, არსებული განგაშის გამაფრთხილებელი სისტემის ტესტირება და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.