საქართველოსთან დაკავშირებით ჯო უილსონის მიერ დასმულ შეკითხვაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პასუხმა პოლიტიკურ მხარეებს შორის აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია. ქართული ოცნების წარმომადგენლების აზრით, მარკო რუბიოს პასუხიდან ჩანს, რომ აშშ-ში საქართველოსთან მიმართებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ არსებობს. ის, რაც მარკო რუბიოს პასუხში ბუნდოვანი აღმოჩნდა მმართველი გუნდისთვის, მკაფიო გზავნილია - ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოზიციამ აჩვენა, რომ ქართული ოცნების ნარატივი, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის პერსპექტივაზე - სიცრუე იყო.