თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, ზურაბ ჯაფარიძის წინასასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, ზურაბ ჯაფარიძის წინასასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს

2025-05-22 16:03:57+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, ზურაბ ჯაფარიძის წინასასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებათა დასაშვებობაზე იმსჯელებენ. მოსალოდნელია, რომ პროკურატურამ ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დააყენოს, ვინაიდან ბრალდებულმა აღნიშნული თანხა დადგენილ ვადაში არ გადაიხადა. ამ შემთხვევაში, ჯაფარიძეს სხდომათა დარბაზშივე დააკავებენ. ამავდროულად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საპოლიციო ძალების მობილიზებაა. სამართალდამცავები ჯაფარიძის მხარდამჭერებს, სასამართლოს ეზოში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.