ხშირად მოგვისმენია შეფასება, რომ თბილისი ერთ დიდ თავკომბალად იქცა - Palitra News

ხშირად მოგვისმენია შეფასება, რომ თბილისი ერთ დიდ თავკომბალად იქცა

2025-05-22 13:51:32+04:00

ხშირად მოგვისმენია შეფასება, რომ თბილისი ერთ დიდ თავკომბალად იქცა. ამას მოწმობს ოფიციალური სტატისტიკაც, რომლის თანახმადაც საქართველოს მოსახლეობის თითქმის 35% დედაქალაქში ცხოვრობს.

უფრო კონკრეტულად, ამ წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, მთლიანი მოსახლეობის რაოდენობა 3 704 500-ს შეადგენდა, აქედან კი 1 282 600 პირი თბილისში ცხოვრობდა, რაც მთელი მოსახლეობის 34,6%-ია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი მოსახლე ქვემო ქართლს, იმერეთსა და აჭარას ჰყავს. ყველაზე ნაკლები კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს, სულ - 25 700 კაცი. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი - 61.5% ქალაქის ტიპის დასახლებებში ცხოვრობს. კერძოდ, ბოლო მონაცემებით, სასოფლო დასახლებებში 1 424 800 ადამიანი ფიქსირდებოდა, ქალაქის ტიპის ადგილებში კი 2 279 700 პირი.