ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა - Palitra News

ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

2025-05-22 12:45:12+04:00

ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა. - მომხდარი ინციდენტი გემის გაშვების დროს წონასწორობის დაკარგვამ გამოიწვია, რის შედეგადაც სამხედრო ხომალდის ძირის ნაწილები დაიმსხვრა. უცხოური მედიის ცნობით, ქვეყნის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა, რომელიც 5000 ტონიანი გამანადგურებლის წარუმატებელ ჩაშვებას თავად ესწრებოდა, მომხდარს დანაშაულებრივი ქმედება უწოდა და აღნიშნა, რომ პასუხისმგებელი პირები მკაცრად დაისჯებიან. ამ დროისთვის უცნობია არიან თუ არა შემთხვევის შედეგად დაშავებულები.