ბელგიის ხელისუფლებამ ევროპარლამენტს რამდენიმე დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა. - საქმე ხუთ ევროპარლამენტარს ეხება, რომლებიც, სავარაუდოდ, ფულის გათეთრებისა და კორუფციის საქმის გამოძიებაში ფიგურირებენ. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება ორი თვის წინ, ევროპარლამენტის ოფისებში ჩატარებული ჩხრეკების შემდეგ დაიწყო.