გარემოს დაცვისა მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, კახეთში, კომპანია „ივრის ფერმების” ნუშის ბაღები დაათვალიერა. აღნიშნული კომპანია 2022 წელს დაარსდა - ის ორიენტირებულია კაკლოვანი კულტურების წარმოების თანამედროვე მოდელის განვითარებაზე. დღეისათვის კომპანიას ნუშის ბაღები 350 ჰექტარს მოიცავს.
დავით სონღულაშვილმა ქვეყანაში კაკლოვანი კულტურების, მათ შორის ნუშის, წარმოების პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ამ შესაძლებლობების სრულად გამოყენებას.