თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება დაიწყო. საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებისთვის თავისუფლების მოედანზე პირველი რეპეტიცია ჩაატარეს. რეპეტიცია გაიარეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმაც, რომლებიც 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო ფიცის დადებისთვის ემზადებიან. თავისუფლების მოედნის გარდა, რეკრუტები ფიცს დადებენ კიდევ ხუთ სხვადასხვა ისტორიულ ადგილას. დამოუკიდებლობის დღეს ტრადიციულად სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა, საქართველოს 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში.