არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომიის საქმიანობასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ - მასში წერია, რომ პარლამენტის არაკონსტიტუციურ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს დევნის. განცახდების თანახმად, სანქცირებული მართლმსაჯულების სისტემის მეშვეობით, ხელისუფლება ცდილობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი პროტესტი დააზიანოს, პარლამენტის ლეგიტიმაციას ძალით მიაღწიოს და დემოკრატიული პროდასავლური ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ველიდან გააქროს.
არასამთავრობო ორგანიზაციები ამ განცხადებით მოუწოდებენ საერთაშორისო აქტორებს, რომ მკაცრი შეფასება გამოხატონ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ჟურნალისტებისა და სხვა პროფესიის წარმომადგენლების პოლიტიკური დევნის თაობაზე; ამასთანავე, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული სამართლებრივი მექანიზმები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის.