ვარკეთილში, მიკროავტობუსის გატაცებისა და ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, 2 პირი დააკავეს - Palitra News

ვარკეთილში, მიკროავტობუსის გატაცებისა და ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, 2 პირი დააკავეს

2025-05-22 10:00:57+04:00

პოლიციამ ვარკეთილში, მიკროავტობუსის გატაცებისა და ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, 2 პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

„ინტერპრესნიუსს“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვანია.

ცნობისთვის, შემთხვევა გუშინ მოხდა. მიკროავტობუსის გატაცების შემდეგ, გამტაცებლები ავტოსადგომზე მდგარ ოთხ ავტომობილს შეეჯახნენ. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.