რუსეთის მორიგი იერიში უკრაინაზე - ბოლო 24 საათის განმავლობაში აგრესორი ქვეყნის მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა. რუსეთის ძალებმა უკრაინის 8 ოლქი დაბომბეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 102 სამხედრო შეტაკება მოხდა. რუსეთმა უკრაინული ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე 29 სარაკეტო იერიში და 67 საჰაერო დარტყმა განახორციელა. დაშავდა მშვიდობიანი მოსახლეობა, განადგურდა და დაზიანდა რამდენიმე მაღალსართულიანი შენობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები.