საერთაშორისო კრიტიკის პარალელურად ისრაელის გაფართოებული სამხედრო ოპერაცია გრძელდება - Palitra News

საერთაშორისო კრიტიკის პარალელურად ისრაელის გაფართოებული სამხედრო ოპერაცია გრძელდება

2025-05-22 09:47:05+04:00

საერთაშორისო კრიტიკის პარალელურად ისრაელის გაფართოებული სამხედრო ოპერაცია გრძელდება - ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ომის დასრულებისას, ღაზას ყველა ტერიტორია ისრაელის კონტროლის ქვეშ იქნება. ნეთანიაჰუმ უახლოეს დღეებში განსახორციელებელ გეგმებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ისრაელის მიზანი ღაზაში ჰუმანიტარული კატასტროფის აღსაკვეთად შესვლა და სამხრეთ ღაზაში სამოქალაქო საზოგადოებისთვის სტერილური და უსაფრთხო გარემოს შემქნაა. მისივე თქმით, ღაზას სექტორში ისრაელის გაფართოებული სამხედრო ოპერაცია აღნიშნული ომის საბოლოოდ დასრულებისთვის ხორციელდება.