დედაქალაქში პროტესტი გრძელდება - Palitra News

დედაქალაქში პროტესტი გრძელდება

2025-05-22 09:44:08+04:00

დედაქალაქში პროტესტი გრძელდება. უკვე 173 დღეა, რაც რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან და უცვლელ გზავნილებსა და მოთხოვნებს აფიქსირებენ. პარლამენტთან შეკრებილებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველ ოფისთან მყოფი დემონსტრანტებიც შეუერთდნენ. მათი მოთხოვნები კი საერთოა - გადადგეს ხელისუფლება და გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებზე დაკავებული მოქალაქეები. დემონსტრანტებს იმის განცდა აქვთ, რომ საერთაშორისო პარტნიორთა მხრიდან „ქართული ოცნების“ მიმართ განხორციელებული ზეწოლა საერთაშორისო დონეზე ოპოზიციის მუშაობის გარდა, რიგითი მოქალაქეების უწყვეტი პროტესტისაა და შეუპოვრობის დამსახურებაა.