გუშინ, 21 მაისს, აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე გამოდიოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რომელმაც საქართველოს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ შტატების ხელისუფლება სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს. რუბიოს განმარტებით, ჯერჯერობით ის კონკრეტულად ვერ გამოაცხადებს, თუ რას გეგმავენ ვაშინგტონში, თუმცა მან აღნიშნა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით მოსალოდნელი გადასადგმელი ნაბიჯები არის არის ის საკითხი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში განიხილება. რუბიომ აღნიშნა, რომ აპირებენ მიმართონ რეგიონულ ბიუროებსა და ადგილობრივ ოფისებს, რათა მათ სახელმწიფო დეპარტამენტს მისცენ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ ყველაზე მეტად რა ზომებზე ექნება ანტიამერიკულ მთავრობას რეაგირება.
აღნიშნულ თემას საქართველოში უკვე გამოეხმაურნენ - როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, საქართველოს ხელისუფლებას დასავლელ პარტნიორთან ურთიერთობების გადატვირთვის რესურსი აღარ გააჩნია. ამავე დროს, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ რუბიოს პასუხის მიხედვით, „საქართველოსთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ არსებობს“.