ჩაერთვებიან თუ არა ოპოზიციური პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში - Palitra News

ჩაერთვებიან თუ არა ოპოზიციური პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში

2025-05-21 12:34:21+04:00

ჩაერთვებიან თუ არა ოპოზიციური პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში?! კითხვაზე ერთსულოვანი პასუხი არ არსებობს, საკითხი კი - მხარეებში უთანხმოებას იწვევს. ოპოზიციის ერთი ნაწილი თვლის, რომ ორაზროვნება წინააღმდეგობრივ მოძრაობას ასუსტებს, ხოლო, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა პოლიტიკური ბოიკოტის მნიშვნელობას აუფასურებს. მმართველი გუნდი კი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია საბოლოოდ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ვინ აპირებს ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებისთვის ბრძოლას და ვისთვისაა ეს გადაწყვეტილება, პროცესისთვის დამაზიანებელი?!