რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის რეგიონებში 127 უკრაინული დრონი გაანადგურეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ყველაზე მეტი - 41 დრონი - ბრიანსკის ოლქში ჩამოაგდეს. 37 დრონი ორიოლის ოლქში, 31 - კურსკში, 6 - მოსკოვის ოლქში, 5 - ვლადიმირში, 3 - რიაზანში, თითო-თითო კი - ბელგოროდის, ტულას და კალუგას ოლქებში გაანადგურეს. უწყების ინფორმაციითვე, კიდევ ერთი დრონი შავი ზღვის თავზე ჩამოაგდეს.