საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ისგან ღია წერილზე პასუხს ელოდება. მთავრობის მეთაური ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის წინაპირობად დიფ სთეითის გავლენების შემცირებას ასახელებს. ირაკლი კობახიძე კვლავ საქართველოსთან მიმართებით ორმაგ სტანდარტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დასავლეთის კრიტიკა სრულად უსაფუძვლო და უსამართლოა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციას ხელოვნურ დაბრკოლებას მხოლოდ ევროპული ბიუროკრატია უქმნის.