17:03
24 იანვარი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
26 წლის ქალი, სავარაუდოდ, "ღორის გრიპის" ვირუსით გარდაიცვალა - მას რამდენიმე დღით ადრე საკეისრო კვეთა ჩაუტარდა
12-01-2019

სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით, 26 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელსაც რამდენიმე დღით ადრე საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ახალგაზრდა ქალს გრიპის ნიშნები კლინიკურად ჰქონდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სინჯი აღებული არ არის, დადასტურებულად შეუძლებელია ითქვას, რომ ის ე.წ. ღორის გრიპით არის გარდაცვლილი.

ამასთან, როგორც  ღუდუშაურის კლინიკის პრესსამსახურში განაცხადეს, ახალგაზრდა ქალს რამდენიმე კვირის წინ სამშობიარო კლინიკაში „ბაიები“ საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. კლინიკიდან გაწერის შემდეგ მან კვლავ მიმართა სამშობიაროს, საიდან ღუდუშაურის საავადმყოფოში გაწერეს.

„ახალგაზრდა ქალი გუშინ გარდაიცვალა. მას ერთი კვირის წინ საკეისრო კვეთა კლინიკა „ბაიებში“ ჩაუტარდა. გაწერილი პაციენტი შემდეგ მიბრუნდა დამძიმებულ მდგომარეობაში, დაბალი ჰემოგლობინით და გამოკვლევებზე გამოუშვეს ღუდუშაურში. თუმცა, ძალიან მძიმედ იყო და სამწუხაროდ, შემოყვანიდან ძალიან მალე გარდაიცვალა. ჩვენს კლინიკაში არც იწვა, მიმღებში გარდაიცვალა“, - განაცხადეს პრესსამსახურში.

AutoPlay
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოში დაკავებული უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს
გამოქვეყნდა 59 წუთის წინ
"ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დასრულდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
კრემლის განცხადებით, ვენესუელის ლეგიტიმური პრეზიდენტი ნიკოლას მადუროა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ნატახტართან ავარიას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
სასამართლომ უკრაინის ექსპრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი სახელმწიფოს ღალატში დამნაშავედ ცნო
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ვენესუელაში საპროტესტო გამოსვლებისას პოლიციასთან შეტაკებას სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები